Tuesday, July 23, 2013

ჩვენი სოფლის ეკლესიების იდუმალება
1. პროექტის სახელწოდება:            ჩვენი სოფლის ეკლესიების იდუმალება.
2.პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეებში კვლევის, აღწერის და თვითშემოქმედების უნარ-ჩვევების განვითარება- წარმოჩენა.
3.პროექტის აქტუალობა:     თემა უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რადგან ისინი იკვლევენ ისეთ პრობლემას, რომელიც უშუალოდ არისდაკავშირებული მათი საცხოვრებელი გარემოს ერთ-ერთ განუყოფელ საკითხთან- უძველესი ეკლესიების ბურუსით მოცულ
4.პროექტის მიზნები:                       ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება, ინტელექტუალური დონისა და მოტივაციის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება. მოსწავლეები ისწავლიან მოძიებული ფაქტებისა თუ მოვლენების ლოგიკურ ურთიერთკავშირს, ასევე ჩამოუყალიბდებათ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
5.მონაწილეთა ასაკი:                        VII-IX კლასები.
6.ხანგრძლივობა:      ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას:      პროექტის ფარგლებში დასმული პრობლემის კვლევა მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო: 1.თემაზე მუშაობა მოსწავლეებში განავითარებს კვლევის, ლოგიკური აზროვნების, თვითშემოქმედების, ინფორმაციის    მოძიების უნარ-ჩვევებს, ამასთან მათ უფრო მეტი ეცოდინებათ საკუთარი სოფლის ისტორიის შესახებ;  2.მათი მუშაობის შედეგადის უძვირფასესი ცნობები, რაც მხოლოდ უხუცესებმა იციან, არ დაიკარგება;  3.მოძიებული ინფორმაცია, რომელიც საინტერესოდ იქნება ფორმულირებული, განთავსდება ინტერნეტში და         ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც სოფლის პოპულარიზაციას განაპირობებს;4.თემაზე მუშაობამ შესაძლოა მოსწავლეებში იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვიოს, რომ მათ თავიდანვე აირჩიონ მომავალი პროფესია, იქნება ეს ისტორიკოსის, არქეოლოგის თუ სხვა;  5.პროექტში მოსწავლეები გამოიყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს, რაც მათ კიდევ უფრო  წაახალისებს, შესაძლოა დაინტერესდნენ კიდეც ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:                       სამუშაო რვეულები, კლასგარეშე  ლიტერატურა, მაგნიტური დაფა, მარკერი, ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, პროექტორი, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები- Google.ge, Google Earth, Word 2010, Power Point 2007.
9.პროექტის მსვლელობა:     აქტივობა I- მოსწავლეებისთვის იდეის მიწოდება.
აქტივობა II- პრობლემის აქტუალურობის განსაზღვრა.
აქტივობა III- ფუნქციების გადანაწილება, რათა სამუშაო უფრო ორგანიზებული იყოს, ეს კი პრობლემის მცირე დროში   გადაწყვეტის წინაპირობაა. ასე მაგ., საჭიროა ინტერვიუს ამღები,        ფოტო- და ვიდეოგადამღები, საველე მკვლევარი, არქეოლოგი, წიგნებთან და ინტერნეტრესურსებთან მომუშავე, ანალიტიკოსი.   ამასთან უნდა აირჩიონ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც   მასწავლებელთან ერთად კოორდინირებას გაუწევს მუშაობას.
აქტივობა IV- სამუშაო რომ უფრო სრულყოფილი იყოს, ჯგუფმა გეოგრაფიული კვლევებიც უნდა ჩაატაროს, კერძოდ, შეადგინოს   სოფლის ტოპოგრაფიული რუკა, რომელზეც დაიტანება   მოძიებული ეკლესიების ზუსტი მდებარეობა. შესააძლებელია სკოლის, ბიბლიოთეკის თუ სხვა მათთვის საინტერესო ობიექტის   რუკაზე განსაზღვრაც. რუკის შედგენისას მათ დიდ დახმარებას   გაუწევს ინტერნეტრესურსები, კერძოდ, Google Earth-ი. ძველიეკლესიების კვლევის პარალელურად ჯგუფს შეუძლია იგივე   გააკეთოს ახალ აშენებული ეკლესიის მიმართაც, რომლის შესახებ   ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეიძლება, ამასთან მოახდინოს   მისი ფოტოგრაფირებაც.
აქტივობა V- სამუშაოს დასრულების შემდეგ მისი შეჯამება. შესაძლებელია გამოიყოს მოსწავლე/მოსწავლეები, რომელიც         მოახდენს შედეგების პრეზენტაციის მომზადებას. შეიქმნება  შედეგების როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ვერსიები.
აქტივობა VI- პროექტის წარდგენა სასკოლო საზოგადოების წინაშე, სადაც მოწვეულ იქნება მშობლები, ახალ აშენებული ეკლესიის   მღვდელი და ქტიტორი, სოფლის უხუცესები, სოფლის   რწმუნებული, დამსახურებული პედაგოგები. მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია ნაჩვენებ იქნება პროექტორის   გამოყენებით, შესაძლებელია პატარა ვიდეოფილმის შექმნაც, რაც   სოფლის წარსულის ერთგვარი დოკუმენტი იქნება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:    გეოგრაფია.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ლევან გაბუნია
12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: levangabunia77@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: levangabunia.blogspot.com
14. ლევან გაბუნია